ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრინცი ენდრიუ მოსამართლეს მის წინააღმდეგ სარჩელის წარმოებაში არ მიღებას სთხოვს


სამშაბათს, ნიუ-იორკის მოსამართლე სკეპტიკურად მიუდგა, ბრიტანელი პრინცი ენდრიუს მოთხოვნას, ვირჯინია გიუფრეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს. მომჩივანი იორკის ჰერცოგს ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებს, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო. გიუფრე აცხადებს, რომ მის ტრეფიკინგში ბრალი აწ გარდაცვლილ ფინანსისტს ჯეფრი ეპსტინს ედება.

ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის შვილის შუამდგომლობის საფუძველი, ეპსტინსა და გიუფრეს შორის 2009 წელს ფლორიდაში დადებული შეთანხმებაა. პრინცის ადვოკატის განცხადებით, ეს შეთანხმება მის დაცვის ქვეშ მყოფს გიუფრეს ბრალდებებისგან იცავს. საოლქო მოსამართლე, ლუის კაპლანი სწორედ ამ საკითხზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

პრინცმა ენდრიუმ უარყო გიუფრეს ბრალდებები, რომ 17 წლის ასაკში, ეპსტინის პარტნიორ გისლეინ მაქსველის ლონდონის სახლში და ეპსტინის კუთვნილ კიდევ ორ მამულში, ენდრიუმ მას სქესობრივი კავშირი აიძულა. პრინცის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდება არ წაუყენებიათ.

2009 წლის შეთანხმება შეიცავს "პასუხისმგებლობისგან სამუდამო გათავისუფლებას" მათთვის, ვინც ეპსტინის წინააღმდეგ გიუფრეს სამოქალაქო სარჩელში შეიძლებოდა "პოტენციურ თანამოპასუხედ ჩართულიყო"

ორშაბათს გამოქვეყნებული შეთანხმების მიხედვით, სარჩელში არავის სახელი არ იყო მოხსენიებული. შეთანხმების პირობების თანახმად, ეპსტინს გიუფრესთვის 500,000 დოლარი, პასუხისმგებლობის აღიარების გარეშე უნდა გადაეხადა.

საპასუხოდ, პრინცი ენდრიუ აცხადებს, რომ სარჩელისგან გიუფრე ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობს.

სავარაუდოდ, მოსამართლე კაპლანი სამშაბათს გამართული მოსმენის დროს, რომელიც დისტანციურად ტარდება, გადაწყვეტილებას დაუყოვნებლად არ მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG