ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ მური უბედურების ზონად გამოაცხადა


პრეზიდენტმა ქალაქის მოსახლეობას ფედერალური მთავრობის დახმარება აღუთქვა

ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი ჯენეტ ნაპოლიტანო დღეს ოკლაჰომას შტატში გაემგზავრება, სადაც ტორნადოს შედეგად დაზარალებული ხალხისთვის დახმარების აღმოჩენის პროგრესს შეამოწმებს. ქალაქ მურში დამანგრეველმა ტორნადომ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ნაპოლიტანოს სააგენტოში შედის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომელიც ამჟამად მურში იმყოფება და სამაშველო და აღდგენით სამუშაობს ატარებს. სააგენტო ასევე ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას აწვდის ადგილობრივ მთავრობას და დაზარალებულ მოსახლეობას.

ქარბოლბალამ ქალაქი მური თითქმის მიწასთან გაასწორა. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ტორნადოს დროს ქარის სიჩქარე საათში სულ ცოტა 322 კილომეტრი იყო.

ქალაქის სახანძრო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სამაშველო ოპერაციები ჯერ ისევ გრძელდება და მაშველები თითოეული სახლის ნანგრევებს სამჯერ შეამოწმებენ, იმაში დასარწმუნებლად, რომ ნანგრევებში არავინაა მოხვედრილი.

პრეზიდენტმა ობამამ მური უბედურების ზონად გამოაცხადა და ქალაქის მოსახლეობას ფედერალური მთავრობის დახმარება აღუთქვა.
XS
SM
MD
LG