ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაბინძურებული ჰაერი და აუტიზმი


ახალი კვლევები ნათელყოფს, რომ დაბინძურებული აირი აუტიზმის და შიზოფრენიის განვითარების წინაპირობა

როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა თავის ადრეულ კვლევებში აკვირდებოდა თაგვებს, რომლებსაც სხვადასხვა ხარისხის დაბინძურებული ჰაერის პირობებში ამყოფებდნენ.

როგორც კვლევების ხელმძღვანელი, პროფესორი დებორა კორი სლეკტა აცხადებს, დაბინძურებული ჰაერის პირობებში მყოფი თაგვების მენტალური ფუნქციები ბევრად ჩამოუვარდებოდა სუფთა აირის პირობებში მყოფი თაგვებისას.

„კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ მოკლე მეხსიერების მხრივ იყო პრობლემები, ამასთან მდედრ და მამრ თაგვებში ერთნაირი შედეგები გამოაშკარავდა.“

კვლევების კიდევ ერთი მიმართულება იყო იმის დადგენა, თუ რამდენად აისახება გარემოს დაბინძურება ტვინის ფიზიკურ განვითარებაზე.
დაბინძურებული ჰაერის პირობებში გაზრდილ ლაბორატორიულ ცხოველებში, ტვინის ლატერალური პარკუჭები და ცირკულარული სისტემა ნორმაზე სამჯერ გაზრდილი იყო. პროფესორ სლექტას განცხადებით, ადამინებში ასეთი ცვლილებები აუტიზმის, შიზოფრენიის და სხვა მენტალური დაავადებების გამომწვევია:

„ეს არის განვითარების შეფერხების ინდიკატორი. ეს არის პროგნოზი ბავშვების განვითარების პროცესში, რომელთაც ქცევითი, გონებრივი, შემეცნებითი და სხვა პრობლემები გააჩნიათ.“

კვლევებმა ნათელყო, რომ თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფერობის დამაკავშირებელი სტრუქტურები დაბინძურებული ჰაერის პირობებში მყოფი თაგვების შემთხვევაში, ასევე სათანადოდ ჩამოყალიბებული არ არის.

ლაბორატორიული ცხოველებზე ექსპერიმენტის ჩატარება დაბადებიდან სულ რამდენიმე დღეში დაიწყო. მათი თავის ტვინის ტესტირება მალევე განხორციელდა, რამაც ნორმიდან გადახრები უჩვენა. მსგავსი გამოკვლევა თაგვებს რამდენიმე თვეშიც გაუკეთდა, თუმცა ეს ცვლილებები არ შეწყდა.
ექსპერიმენტის დროს ჰაერი დაბინძურებული იყო ულტრა თხელი ნაწილაკებით, რომელიც სავარაუდოდ უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ის თავისუფლად აღწევს ფილტვების ღრმა შრეებში და შემდეგ სისხლში.
როგორც პროფესორი სლექტა აცხადებს, მისი კვლევები ადასტურებს სხვა კვლევების შედეგებსაც, რომლთა მიხედვითაც არსებობს კავშირი აუტიზმსა და დაბინძურებულ ჰაერს შორის.

„მონაცემები მსგავსი ასოციაციების კუთხით, ზრდის ბიოლოგიურ დამაჯერებლობას.“

პროფესორ დებორა კორი სლეკტას და მისი კოლეგების კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ „გარემო და ჯანმრთელობის პრესპექტივებ“-ში.
XS
SM
MD
LG