ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალე პატრიკ უილიამსის ახლი ჯაზ ალბომი გამოვა


მალე პატრიკ უილიამსის ახლი ჯაზ ალბომი გამოვა
მალე პატრიკ უილიამსის ახლი ჯაზ ალბომი გამოვა

გასული საუკუნის 30-იანი 40-იანი წლების ამერიკაში განსკუთრებული პოპულარობით ბიგ ბენდის ჟანრის მუსიკა სარგებლობდა. თუმცა მისი მოსმენა აქა იქ ახლაც შესაძელებელია.

რამდენიმე ხნის წინ პატრიკ იულიამსის მუსიკის ასაჟღერებლად ჰოლივუდის წამყავანი მუსიკოსები შეიკრიბნენ. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პროდიუსერმა და კომპოზიტორმა პატ უილიამსმა განაცხადა, რომ ბიგ ბენდის ჟანრი განსაკუთრებულად ავსებს სივრცეს და ცეკვის სურვილს ბადებს. სწორედ პატრიკ უილიამსის შემოქმედება გახდა 15 -მდე საუკეთესო შემსრულებლის შეკრების მიზეზი.

როგორც ახალი კომპაქტ დისკის ავტორი აცხადებს:

- შეიკრიბა მსოფლიოში საუკეთესო მუსიკოსთა ჯგუფი. თუმცა ერთ სუდიაში ერთდროულად მათი მოსვლა სამხედრო სტრატეგიის შემუშავების ტოლფასი იყო. ისინი ხომ ყველანი ძალზედ დაკავებულები არიან.

უპრეცენდენტო ჩაწერა ჰოლივუდში კეპიტალ რეკორდსში განხორციელდა. ეს უკანასკნელი კი წარსულში არა ერთხელ გამხდარა ვარსკვლავთა მასპინძელი სტუდია დაწყებული ფრენკ სინატრიდან პინკ ფლოიდებით დამთავრებული. თავად მუსიკოსები აღნიშნავენ, რომ კეპიტალ რეკორდსი აკუსტიკური მონაცემების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვატერანი ხმის ინჟინერი ალ შმიტი აცხადებს, რომ ჩაწერა განსაკუთრებულია იმდენად რამდენადაც ის ცოცხლად მიდის

- ყველაფერი ცოცხლად ხდება, ხელახალ გადაწერას ადგილი არ აქვს, ამიტომაც შეცდომის უფლება არავის არ აქვს , ყველა მოწოდების სიმაღლეზეა. სწორედ ასე ხდებოდა ჩაწერა მრავალი წლის წინ.

შეკრებილ მუსკოსთაგან ზოგიერთი , პატრიკ უილიამსის ჩათვლით, საშემსრულებლო კარიერასთან ერთად მრავალი წელი ტელე და კინო პროექტებზეც მუშაობდა.

საქსაფონისტი ტომ სკოტი უილიამსთან მუშაობას დიდ პატივად მიიჩნევს. მისი განცახებით:

- პატთან დაკვრა დიდი სიამოვნებაა, მისი ნაწარმოები ყოველთვის ძალიან მუსიკალურია.

თავის მხრივ პროექტის მონაწილე და ცნობილი კუბელი მესაყვირე არტურო სანდოვალი ჯაზთან შეხებას განსაკუთრებული გრძნობით ეკიდება. მისი თქმით ჯაზის დაკვრა მას დიდ ბედნიერებას გვრის:

- დავიბადე და გავიზარდე კუბაში, მაგრამ თავს ჯაზ მუსკოსად ვთვლი, რომელიც კლასკური ამერიკული ხელოვნების ფორმაა. მთელი არსებით ჯაზმენი ვარ. დღესაც სწორედ ჯაზის დასაკრავად მოვედი აქ.

ახალ ალბომში შესული პატრიკ უილიამსის კომპოზიციების დიდი ნაწილი ახალი შექმნილია, მაგრამ არის ძველიც 40 წლის წინ დაწერილი სიმღერაც, რომელიც ტელე შოუს „სან ფრანცისკოს ქუჩების“ -თვის დაიწერა. ახალი კრებულის სახელწოდებაა „ავრორა“. კომპაქტ დისკი გაყიდვაში ოქტომბრისთვის გამოვა, მსურველბს კი მისი შეძენა ვებგვრდზე „Artistshare”-s საშუალებით შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG