2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მარინ ლე პენის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების წყაროებით საფრანგეთის საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. პარიზის პროკურატურის თქმით, მათ საქმის მასალების შესწავლა დაიწყეს.
საქმე ეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც ულტრამემარჯვენე ეროვნული ძალის ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან დამარცხდა.
გამოძიება მიმდინარე წლის 2 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის პოლიტიკური დაფინანსებისა კამპანიის ანგარიშების შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა. დაწყებული გამოძიების შესახებ დამატებითი კომენტარის მოპოვება ჟურნალისტებმა ლე პენის პარტიიდან ვერ შეძლეს.
კომისია შეისწავლის ფულის გაფლანგვის, თაღლითობის ან კამპანიისთვის სესხის აღების ფაქტებს. ლე პენის პარტია წარსულში პარტიული კამპანიის დაფინანსების მხრივ წარმოთქმულ ბრალდებებს უარყოფდნენ, ისინი ამბობენ, რომ კამპანიის დაფინანსება გამჭვირვალედ ხდებოდა. პარტიამ სულ ცოტა ხნის წინ დააბრუნა დარჩენილი დაახლოებით 6 მილიონი ევრო სესხი, რომელიც მან რუსული კომპანიისგან "ავიზაპჩასტ" აიღო 2014 წელს.
ცნობილია ისიც, რომ მარი ლე პენი მოგვიანებით სხვა საქმეზე წარსდგა სასამართლოს წინაშე, საქმე ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებას ეხება. ლე პენის პარტიაში ბრალდებებს უარყოფენ.
გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ლე პენი სასამართლოს წინაშე წარსდგება 2016 წელს დაიწყო. ის მიზნად ისახავს იმის გარკვევას, გამოიყენა თუ არა იმდროინდელმა ნაციონალურმა ფრონტმა ევროკავშირის პარლამენტის ასისტენტებისთვის განკუთვნილი ფული პარტიული თანამშრომლების ხელფასების გადასახდელად.
მარინ ლე პენი ემანუელ მაკრონთან საპრეზიდენტო არჩევნებში ორჯერ დამარცხდა, მისმა პარტიამ მარცხი განიცადა 2024 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშიც, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ლე პენი 2027 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
Facebook Forum