ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნარშეზღუდული სპორტსმენების შეკრება


ლონდონში 4200 ინვალიდი ათლეტი შეიკრიბა

160 ქვეყნის უნარშეზღუდული ათლეტი ლონდონში იმავე საშუალებებს იყენებს, რასაც თავის დროზე ზოგიერთი ბრიტანეთის ოლომპიადის მონაწილე სპორტსმენი. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა და ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ინვალიდი ათლეტებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. 21 წლის ჯორჯიანა კალინგამი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს.

„მიზანში სროლა ჩემთვის ყველაფერია. მიუხედავად იმისა რომ ჩემი სოციალური ყოფა საკმაოდ რთულია, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილობა სხვა ძალას მმატებს.“

ამ ახალგაზრდა მსროლელის პარალელურად, ინვალიდი ფეხბურთელებისაგან შემდგარი გუნდიც ენერგიულად ვარჯიშობს.

„ოცნება ამიხდა. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ფეხბურთის გუნდში ვიქნებოდი და იმათთან ერთად ვითამაშებდი ვინც საკმაოდ გამოდცილი და პროფესიონალია,-“ ამბობს მარტინ სინქლერი.

სპორტსმენთა შორისაა 64 წლის მშვილდოსანი ქეით მური. იგი ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენია, რომელიც ერთი წლის წინ ხერხემლის დაზიანების შედეგად დაინვალიდდა:

„რომ არა სპორტისადმი სიყვარული, ჩემი ცხოვრება ნამდვილად უნიტერესო იქნებოდა... სპორტული საქმიანობა ყოველდღიურ ყოფას მიმსუბუქებს.“

უნარშეზღუდულ სპორტსმენთა აქტიურობა სამაგალითოა მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრები სხვა ინვალიდებისთვისაც. მწვრთნელი პენი ბრისკოუს თქმით, სპორტულ ღონისძიებებში ინვალიდ ათლეტთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია მათი წახალისებისათვის და ცხოვრებაში სტიმულის შესანარჩუნებლად.
XS
SM
MD
LG