ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი ოპონენტი ჯო ბაიდენი, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მერყევ შტატებში სტუმრობენ.
ტრამპმა ხუთი მერყევი შტატის ტურნე მიჩიგანის შტატიდან დაიწყო. 2016 წელს მან მიჩიგანი 11,000 ხმით მოიგო, რაც ყველასათვის გასაკვირი იყო.
ტრამპი აგრძელებს მიჩიგანში სტუმრობას. ის საბოლოო ქალაქ „გრენ რეფიდსში“ გაჩერდება, რომელიც კონსერვატიული განწყობებით გამოირჩევა და სადაც პრეზიდენტმა ოთხი წლის წინ საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო შეხვედრები გამართა.
მიჩიგანში, ტრამპმა ევროპაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და მიღებულ ზომებს „დრაკონული“ უწოდა. მან განაცხდა, რომ გეგმავს გახსნილი ეკონომიკა შეინარჩუნოს.
ფილადელფიაში, მისმა მეტოქე ჯო ბაიდენმა კი კოვიდ-19-ის პანდემიაზე ადმინისტრაციის პასუხი გააკრიტიკა. „ის ვირუსია“, - თქვა მან პრეზიდენტზე.
ბაიდენმა გააკეთა განცხადება, გამოსულ ცნობაზე, რომ პრეზიდენტი მის ახლო მრჩევლებს ეუბნება, რომ გეგმავს გამარჯვება მალევე გამოაცხადოს, მაშინაც კი თუ შედეგები ბუნდოვანია. ბაიდენიმა თქვა, რომ „პრეზიდენტი ვერ მოიპარავს ამ არჩევნებს“. ტრამპმა თავის მხრივ ეს ცნობები უარყო, თუმცა თქვა, რომ „საშინელია“, რომ ბიულეტენებს სამშაბათის არჩევნების შემდეგ დაითვლიან.
უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ ბაიდენი ტრამპს უსწრებს. მათ შორის მიჩიგანისა და უისკონსინის შტატებში და შედარებით ნაკლები უპირატესობით, მაგრამ პენსილვანიაშიც. ეს სამივე ტრადიციულად დემოკრატიულად განწყობილი შტატია, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხი წლის წინ მცირე უპირატესობით მოიგო. ბაიდენს იმედი აქვს, რომ დემოკრატიულ პარტიას ამ შტატების მხარდაჭერას დაუბრუნებს.
ამ სამი შტატის უპირატესობა იმაშია, რომ თუ ბაიდენი სამივე მათგანში გაიმარჯვებს და ყველა იმაში, სადაც 2016 წელს ტრამპის მაშინდელმა ოპონენტმა კლინტონმა წარმატებას მიაღწია, ის არჩევნებში გაიმარჯვებს. ამ დროისთვის ბაიდენი ყველა შტატში ლიდერობს, სადაც ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, რაც ართულებს პრეზიდენტი ტრამპისთვის გამარჯვების მიღწევას.
ორივე, ტრამპიც და ბაიდენიც ამ სამ შტატს ხშირად სტუმრობდა კამპანიის განმავლობაში. ტრამპმა პენსილვანიაში ოთხი აქცია გამართა გასულ უქმეებზე. ბაიდენი იქ კვირას ჩავიდა და შტატის ყველაზე დიდ ქალაქში ფილადელფიაში გამართა შეხვედრები. ტრამპის მხარდაჭერის უმეტესობა, პენსილვანიაში კონცენტრირებული არიან უფრო კონსვატიულ, არა-ურბანულ დასახლებებსა და პატარა ქალაქებში.
„პენსილვანია ამ არჩევნებისათვის კრიტიკულია“, - განუცხადა ბაიდენმა მის მხარდამჭერებს მეორე შეხვედრაზე ფილადელფიაში.
მიჩიგანში გაჩერების შემდეგ, ტრამპი კიდევ სხვა ოთხ დაპირისპირებულ შტატს ეწვია, მათ შორის, ძირითადად ფერმერებით დასახლებულ აიოვას, სადაც ის გამოკითხვებში წინაა. შემდეგ ჩრდილოეთ კაროლინას, ჯორჯიასა და ფლორიდას ეწვია. ამ შტატებში მან 2016 წელს გაიმარჯვა და სამივე მათგანი ხვალინდელ არჩევნებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
„ჩვენ ოთხი წლის წინ აქ შესანიშნავად გავიმარჯვეთ“, - უთხრა ტრამპმა მხარდამჭერებს აიოვაში.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ბაიდენი ტრამპს 8 პროცენტული პუნქტით უსწრებს. თუ პრეზიდენტი არჩევნებში წააგებს, ის უკანასკნელი 40 წლის მანძილზე მესამე იქნება, ვინც ქვეყანას მხოლოდ ერთი ვადით მართავდა.
ამერიკის არჩევნების ბედი, ეროვნულ დონეზე საზოგადო მხარდამჭერით არ განისაზღვრება. შედეგებს განსაზღვრავს თუ რამდენ ხმას მოიპოვებს 538 წევრიან საარჩევნო კოლეგიიდან პრეზიდენტი. კანდიდატმა არჩევნების მოსაგებად, კოლეგიის 270 ხმა უნდა მიიღოს. კოლეგიის ხმების შტატებზე ნაწილდება. ყველა 50 შტატში, ორი გამოკლებით, მოსახლეობის უმეტესობის ხმების მოგება, კანდიდატს ამ შტატების ყველა ხმას აძლევს კოლეგიაში. უფრო მეტი მოსახლეობის მქონე შტატს, მეტი ხმაა აქვს საარჩევნო კოლეგიაში.
გარკვეულწილად, ეროვნულ დონეზე ბაიდენის უპირატესობა, ორ ყველაზე მეტად დასახლებულ შტატში მის პოპულარობას უკავშირდება, ესენია კალიფორნია და ნიუ-იორკი. მაშინ როცა ტრამპმი ფიქრობს, რომ უთუოდ გაიმარჯვებს უფრო პატარა, ტრადიციულად რესპუბლიკელების მხარდამჭერ შტატებში, ქვეყნის შუაგულში.
ახალი კვლევა, რომლის ავტორები „ენ-ბი-სი ნიუსი/უოლ სთრით ჯორნალი“ არიან, აჩვენებს, რომ 12 გადამწყვეტ შტატში, ბაიდენი ტრამპს უსწრებს საშუალოდ 51-45 სხვაობით. ეს შტატებია არიზონა, ფლორიდა, ჯორჯია, აიოვა, მეინი, მიჩიგანი, მინესოტა, ჩრდილოეთ კაროლინა, ნიუ ჰემშირი, ნევადა, პენსილვანია და უისკონსინი.
ორგანიზაცია, „ფაიფსერთიეითი“, რომელიც კვლევების შუალედური მაჩვენებელს ითვლის, ამბობს, რომ ბაიდენი ამ 12-დან 11-ში ლიდერობს, აიოვას გამოკვლევით. თუმცა ხშირ შემთხვევაში უპირატესობა მცირეა.
ამ დრომდე, ამერიკის არჩევნებში ხმა უკვე მისცა 93 მილიონმა ადამიანმა, რაც 2016 წლის არჩევნებში მისული ამომრჩევლის რაოდენობის (138.8) ორი მესამედია. ამ ადამიანებისგან, რომლებმაც ხმა ადრეულად მისცეს, 2/3-მა ეს ფოსტით გააკეთა, დანარჩენი კი საარჩევნო უბანზე მივიდა.
Facebook Forum