ფრისტაილის ტურნირზე დღეს პირველობა ამერიკელმა მოთხილამურეებმა მოიპოვეს. სოჭის ოლიმპიადაზე სამივე მედალი შეერთებული შტატების გუნდის მოთხილამურეებმა დაისაკუთრეს. პირველ ადგილზე ჯოს ქრისტენსენი გავიდა. ვერცხლი გას კენვორსის ერგო. ნიკოლას გუპერმა კი მესამე ადგილი მოიპოვა. ჰოკეის მატჩებში შეერთებული შტატები დღეს სლოვაკიის ნაკრებს ხვდება, რუსეთი სლოვენიას შეეჯიბრება, კანადის მეტოქე კი ნორვეგია იქნება.
მედლების საერთო რაოდენობით, პირველობას 12 მედლით, შეერთებული შტატები და ნორვეგია ინარჩუნებენ. მათ 10 მედლით კანადა და ჰოლანდია მოსდევს. მესამე ადგილზეა რუსეთი, რომელსაც 10 მედალი აქვს. შემდეგ მოდის გერმანია, რომელსაც საერთო რაოდენობა მართალია 8 აქვს, მაგრამ ოქროს მედლების რაოდენობით (6) ის პირველ ადგილზეა. სოჭის ოლიმპიადაზე სულ 98 მედალი თამაშდება, 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადასთან შედარებით - 12-ით მეტი.