ვაშინგტონი —
ბარაკ ობამამ სირიის კრიზისისადმი საკუთარი დამოკიდებულება თეთრი სახლიდან საგანგებო მიმართვაში ახსნა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასადის რეჟიმმა საერთაშორისო კანონმდებლობა დაარღვია, როცა 21 აგვისტოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური, მომწამვლელი გაზი გამოიყენა. 21 აგვისტოს 1400 ადამიანი, მათ შორის 400 ბავშვი გარდაიცვალა. ობამამ განაცხადა, რომ ამ აქტში ასადის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა მიუძღვის და დროა საერთაშორისო თანამეგობრობამ პასუხი გასცეს მომხდარს.
ამერიკელმა ლიდერმა გაიმეორა, რომ მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება ასადის რეჟიმის წინააღმდეგ წერტილოვანი, სამხედრო თავდასხმების განხორციელების შესახებ, თუმცა პრეზიდენტი კონგრესის ავტორიზაციისთვის დაყოვნდა. მოგვიანებით, სამშაბათს, მან კონგრესს თხოვა კენჭისყრა ამ თემაზე დროებით გადადოს და საშუალება მისცეს ასადის ხელისუფლებას რუსეთის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის შესაბამისად იმოქმედოს.
მოსკოვის ინიციატივის განსახილველად, ბარაკ ობამა, მისი განცხადებით, სახელმწიფო მდივანს ხუთშაბათს ჟენევაში მიავლენს. კერი რუს კოლეგას შეხვდება. ამის პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტი გააგრძელებს კონსულტაციებს რუსეთის ლიდერთან. ამერიკა დაელოდება გაეროს ინსპექტორების ანგარიშს, პარალელურად კი ორ მოკავშირესთან-პარიზთან და ლონდონთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ტელევიზიით გადაცემული გამოსვლისას, პრეზიდენტმა საზოგადოება დაარწმუნა, რომ სირიის ოპერაცია არ იქნება უვადო სამხედრო მისია, ისე როგორც ამას ლიბიაში ან კოსოვოში ჰქონდა ადგილი. პრეზიდენტი შეეცადა ამერიკული საზოგადოების შეშფოთება დაეცხრო, და დაერწმუნებინა ის, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები ამერიკის ეროვნულ ინტერესებშია, რაც მოქმედებას ითხოვს.