ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა თეთრ სახლში


ბარაკ ობამა მის ავღანელ კოლეგას ჰამიდ კარზაის უმასპინძლებს

დღეს, თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მის ავღანელ კოლეგას შეხვდება. განხილვის მთავარი თემა ავღანეთში ამერიკის სამომავლო როლი იქნება.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხელახალი არჩევის შემდეგ ეს ორი ლიდერის პირველი შეხვედრაა.
ამ აეტაპზე არსებული გეგმის თანახმად, 2014 წლის ბოლომდე ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს ავღანეთიდან დარჩენილი 70 000 ჯარისკაცი გაიყვანოს.
თუმცა ეს გეგმა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ავღანეთის არმიის უნარზე -უსაფრთხოების სიტუაციაზე კონტროლი გადაიბაროს. არ არის ნათელი არც ის თუ რა როლს შეასრულებენ ის ამერიკელი სამხედროები რომლებიც ვღანეთში დარჩებიან.
გუშინ ვაშინგტონში პრეზიდენტი კარზაი ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსა და პენტაგონის თავკაცს ლეონ პანეტას შეხვდა.
XS
SM
MD
LG