ამერიკისა და ავღანეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ გარდამავალ პერიოდში საერთაშორისო სამხედრო ძალები ავღანეთში დამხმარე როლს შეასრულებენ. ორ პრეზიდენტს შორის მოლაპარაკება ოთხ საათს მიმდინარეობდა. მოლაპარაკებებს ავღანეთის და აშშ-ს დელეგაციები ესწრებოდნენ. სამუშაო სადილის შემდეგ საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხების გაცემამდე პრეზიდენტებმა ერთობლივი მამართვა წაიკითხეს, რომელშიც საუბარი იყო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. შეთანხმება კი სხვა მრავალი საკითხის გარდა მოიცავს აშშ-ის ვალდებულებას დარჩეს ავღანეთში 2024 წლამდე.