შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს კუბელ ხალხს სიტყვით მიმართა. ჰავანის ისტორიულ ელ გრან თეატრში შეკრებილი ხალხის წინაშე გამოსვლისას მან აღიარა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული სირთულეები და კუბელებს “მშვიდობის მესიჯი” შესთავაზა.
“ჰავანა ფლორიდიდან მხოლოდ 144 კილომეტრშია , მაგრამ აქ ჩამოსასვლელად ჩვენ ისტორიის და იდეოლოგიის ბარიერების გადალახვა მოგვიხდა, ტკივილის და დაშორების ბარიერების,” განაცხადა ობამამ და პირობა დადო, რომ კუბელ ხალხთან მეგობრობის გასაღრმავებლად ისევ ჩავა.
გუშინ პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ პროგრესია შეერთებული შტატების და კუბის ურთიერთობებში, იქვე განაცხადა, რომ მხარეებს შორის “სერიოზული უთანხმოებაა” დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით. პრეზიდენტ რაულ კასტროსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ობამამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს კუბისთვის იმედისმომცემი დროა.