შეერთებულ შტატებში, ექთანთა პროფკავშირები გმობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ არ ატარონ პირბადე გარე თუ შიდა სივრცეების უმეტეს ნაწილში.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი რეკომენდაცია არ ეფუძნება მეცნიერებას, არ იცავს საზოგადოებრივ ჯანდაცვას და საფრთხეს უქმნის პაციენტების, ექთნების და სხვა ფრონტის ხაზზე მომუშავე ადამიანებს უსაფრთხოებას ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ექთანთა ეროვნული გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, ბონი კასტილომ. „ახლა არაა დრო რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს და ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რაც დაავადების კონტროლის ცენტრმა გააკეთა, იმ ფონზე როცა საუკუნის ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიის შუაში ვართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შაბათს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ სექტემბერში სკოლები გახნასთან ერთად, ყველა მოსწავლეს პირბადის ტარება მოეთხოვება, რადგან მოსწავლეები ბაღიდან დამამთავრებელ კლასებამდე, სავარაუდოდ, არ იქნებიან აცრილი.
ცოტა ხსნის წინ, შეერთებულ შტატებში „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის ბავშვებისთვის 12 წლიდან ზემოთ გამოყენება დაუშვეს.
Facebook Forum