ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი ჯარისკაცები გაგზავნა


ხუთშაბათს სამხრეთ კორეის მედიამ, ქვეყნის სადაზვერვო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი ძალები განალაგა, თუმცა კონტინგენტის მასშტაბი იმ დროისთვის ცნობილი არ იყო.

ცნობების თანახმად, დამატებითი ჯარი რუსეთის კურსკის რეგიონში გაიგზავნა, სადაც რუსული ძალები ამ რეგიონში შეჭრილ უკრაინულ ჯარს ებრძვის.

დაზვერვის ეროვნული სამსახურის ოფისმა, კომენტარის მიღების მიზნით განხორციელებულ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ადრე დაზვერვის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ კორეამ უკრაინასთან ომში საბრძოლველად, რუსეთში 11,000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა. უკრაინელმა და დასავლელმა ექსპერტებმა თქვეს, რომ რუსულმა ძალებმა ჩრდილო კორეული იარაღიც გამოიყენა.

ჩრდილოეთ კორეას უკრაინაში ომში რუსეთისადმი გაწეული სამხედრო დახმარება ოფიციალურად არ უღიარებია.

XS
SM
MD
LG