ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრესტიჟული პრემია ქიმიის დარგში


პრემია მარტინ კარპლიუსს, მაიკლ ლევიტსა და არი ვერშელს გადაეცემათ

ცნობილი გახდა, რომ 2013 წლის ნობელი პრესტიჟული პრემია ქიმიის დარგში მარტინ კარპლიუსს, მაიკლ ლევიტსა და არი ვერშელს გადაეცემათ რთული ქიმიური სისტემების მოდელების განვითარებისათვის.

ამასთან, ნობელის ლაურეატებმა ისეთი ძლიერი კომპიუტერული პროგრამების შექმნას ჩაუყარეს საფუძველი, რომლებიც ქმიური პროცესების შემეცნების და წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ მათი შრომა კომპლექსური მოლეკულური სისტემების მოდელების შესაქმნელად ქებით მოიხსენია.

1.25 დოლარის ღირებულების ჯილდოს სამივე ლაურეატი თანაბრად გაიყოფს.

წარმოშობით ავსტრიელი მარტი კარპლუსი სტრასბურგისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში მოღვაწეობს, სამხრეთ აფრიკელი მაიკლ ლევიტი სტენფორდის უნივერსიტეტშია ბაზირებული, ისრაელელი მეცნიერი არიე ვარშელი კი ლოს ანჯელესში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ასწავლის.
XS
SM
MD
LG