სეული და ფხენიანი დღეს ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, სამხედრო მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ერთობლივ განცხადებაში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თანახმა არიან "სამხედრო დაძაბულობა განტვირთონ და საკითხის გადაჭრის მიზნით, სამხედრო მოლაპარაკება დაიწყონ".
ჩრდილოეთ კორეა თანახმაა სამხრეთ კორეაში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიადაშიც კი მიიღოს მონაწილეობა. ოლიმპიადა თებერვალში დაიწყება. ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის მოლაპარაკება სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. მშვიდობის სახლში, წარმატებით მიმდინარეობს. ის ფხენიანის მზარდი ბირთვული და სარაკეტო პროგრამებით შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად.
Facebook Forum