- ყატარი ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარტო აცრილ ფანებს დაუშვებს
 - მოსკოვში შაბათს ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდული იყო, 9120-ზე მეტი. რუსეთი რევაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს
 - ბრაზილიაში კოვიდ-19-ით სიკვდილობის მაჩვენებელი ნახევარ მილიონზე მეტია. გასულ კვირაში, მსხვერპლმა დღეში საშუალოდ 2000 ადამიანი შეადგინა
 - ამერიკამ პანდემიის გამო უცხოეთში სახმელეთო მოგზაურობაზე შეზღუდვა 21 ივლისამდე გააგრძელა. კანადის და მექსიკის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება
 - იაპონია ოლიმპიადის გაუქმებას არ აპირებს, მაყურებელთა რიცხვს 10 ათასამდე ზღუდავს. სამსახურებში თანამშრომლების და მათი ოჯახებისთვის აცრების შეთავაზება დაიწყეს
 - ინდოეთი ყველა ზრდასრულის უფასოდ აცრას იწყებს. ორშაბათს ქვეყანაში რეკორდულად ბევრი, 7.5 მილიონი ადამიანი აიცრა
 - ინდონეზია შეზღუდვებს ამკაცრებს. ორშაბათს დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვი 2 მილიონს გაცდა
 - გლობალურად ინფიცირებულთა რიცხვმა ორშაბათს 178 მილიონს მიაღწია. ყველაზე მეტი შემთხვევა, 33.5 მილიონი ისევ ამერიკაშია აღრიცხული
 - ტაივანში ვაქცინების ამერიკული დახმარება ჩავიდა. 2.5 მილიონი დოზა „მოდერნას“ ვაქცინის გადაცემამ, ჩინეთის მთავრობა გაანაწყენა
 - ბრიტანეთმა პანდემიის შემდეგ პირველი მუსიკალური ფესტივალი გამართა. ლონდონი კოვიდ-19-ზე აცრების მხრივ, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია
 - ავსტრალიაში სიდნეის კლასტერის ზრდის ფონზე, პრემიერი შტატებს მეტ ვაქცინას პირდება
 
Facebook Forum