გაეროზე დაკისრებულმა მისიამ, მოსპოს სირიის ქიმიური იარაღი და ირანის ბირთვული პროგრამის დარეგულირებისადმი მიმართულმა ძალისხმევამ წარმოშვა იმის იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში მცირდება მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხე.
მაგრამ ისეთი პოლიტიკური ანალიტიკოსებისთვის, როგორიცა ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ემად შაჰინი, ეს შორეული და მცირე შანსის მქონე ოცნებაა.
„რეგიონისთვის ბევრად უკეთესი იქნება, თუ იქ არ იქნება ბირთვული და ქიმიური იარაღი, თუმცა ეს უკვე ათწლეულების განმავლობაში განიხილებოდა.“
ერთ-ერთი წინაღობაა გამჭვირვალობა. ირანი უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს იმაზე, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. სირიამ მხოლოდ ამერიკული სარაკეტო დარტყმების მუქარით დაადასტურა საკუთარი ქიმიური იარაღის მარაგის არსებობა.
მიჩნეულია, რომ ეგვიპტეს, ლიბიას, ერაყს და ირანს აქვთ ქიმიური იარაღი და ასევე ისრაელს, რომელსაც გამოუცხადებლად, ბირთვული შესაძლებლობებიც გააჩნია.
მიუხედავად იმისა , რომ საფრთხის შესაჩერებლად პატარა ნაბიჯები უკვე იდგმება, პოლიტიკური სოციოლოგი საიდ სადეკი ირწმუნება, რომ პრობლემა მთლიანობაში უნდა იქნეს შეფასებული.
„აქ ყველა მონაწილის ძალისხმევა უნდა იყოს, მაგრამ როცა არსებობს კონფლიქტი, იარაღის ქონას ყოველთვის ექნება გამართლება.“
ისევე, როგორც რეგიონის ბევრი სხვა პრობლემის შემთხვევაში, დებატები ხშირად გადადის ისრაელის გარშემო. ემად შაჰინი ამბობს:
„არსებობს რეგიონზე თავსმოხვეული ასეთი ხასიათის თავდაცვის დოქტრინა, მიუხედავად იმისა, განგებ შექმნილი თუ არა, მაგრამ დე-ფაქტო დოქტრინა, რომლის თანახმადაც: ისრაელი, სამხედრო თვალსაზრისით, მის ერთად აღებულ ყველა მეზობელზე უფრო ძლიერი უნდა იყოს.“
ახლანდელ განიარაღების მცდელობებს ახლავს რეგიონში დისბალანსის არსებობის შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იარაღი ათწლეულების განმავლობაში აშკარად ასრულებდა ისრაელის და სირიის შემაკავებლის როლს. ემად შაჰინი ამბობს:
„ამ არსენალების განადგურებით ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელება და იმავდროულად, რეგიონალურ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული დისბალანსის შენარჩუნება არის სწორედ ის, რაც უამრავ პრობლემას ქმნის.“
ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ სირიის კრიზისთან მიმართებაში პრეზიდენტ ობამას ქმედებაც ამავე კატეგორიას განეკუთვნება. საიდ სადეკი ამბობს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საპასუხო დარტყმაზე უარის თქმა სხვებსაც წაახალისებს, რომ მასობრივი განადგურების იარაღს დაეუფლონ.
„ობამას რაც შეეხება, მას სახის გადარჩენა სურდა. მას უნდოდა ახალი გზები ეპოვა. ირანის ბირთვული პროგრამის გადასაწყვეტად არანაირი გზა არ არსებობს. სირიის ქიმიური იარაღის საკითხმა კი ამერიკისადმი ნდობას ზიანი მიაყენა. ასადი აქედან მშრალად ამოვიდა.“
მიუხედავად ირანის მუდმივი განცხადებებისა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს მოემსახურება, რეგიონში ისრაელის გარდა ბევრი სხვაც ამას სკეპტიკურად უყურებს.
„ამან შეიძლება ზოგიერთ ქვეყნებსაც უბიძგოს, როგორიცაა ეგვიპტე და ასევე საუდის არაბეთი, წამოიწყონ საკუთარი ბირთვული პროგრამები და შექმნან გარკვეული ბალანსი.“
სადეკის თქმით, საერთაშორისო მცდელობის მიუხედავად, ასეთმა სცენარმა შესაძლოა ისედაც არამდგრადი რეგიონი უფრო ღრმად შეიყვანოს გამალებული შეიარაღების მდგომარეობაში.