ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის განაჩენი


5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შესაძლოა ალექსეი ნავალნის მომავალ პოლიტიკურ კარიერაში ხელი შეუშალოს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:03 0:00
ბმული

მოსამართლემ ალექსეი ნავალნის განაჩენი გამოუტანა. წამყვან ოპოზიციურ ფიგურას 10 ათასი ტონა ხე-ტყის მასალის მითვისებაში ბრალეულობა დაუმტკიცდა და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნასამართლეობა ალექსეი ნავალნის პოლიტიკურ კარიერას დიდ დაღს ასვამს. საქმე იმაშია, რომ რუსეთის მოქმედი კანონმდებლობით, სერიოზულ დანაშაულში ბრალდებულ ადამიანებს, როგორიცაა ამ შემთხვევაში დიდი რაოდენობით ქონების მიტაცება, საჯარო პოსტზე არჩევნებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ. შესაბამისად, ოპოზიციონერის გეგმები მოსკოვის მერის და შემდეგ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იცვლება.

რადიო „კომერსანტის“ მთავარი რედაქტორი, კონსტანტინ ვონ ეგერტი კრემლის სტრატეგიას შემდეგი გარემოებით ხსნის: „ეს იმას ნიშნავს, რომ ოფიციოზს ის მართლაც საშიშ ფიგურად მიაჩნია. მაგრამ, ამავე დროს, ნავალნის ჭეშმარიტი პოლიტიკური კარიერა დღეიდან იწყება, რადგან რუსეთში ციხე პოლიტიკოსის მისწრაფებების უტყუარი სერტიფიკატია“.

ქარიზმატულმა ინტერნეტ-ბლოგერმა სახელი თავიდან ანტი-კორუფციული პუბლიკაციებით გაითქვა და ძალიან მალე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი გახდა. იყო შემთხვევები, როცა მის ზოგიერთ ბლოგს მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა. ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად დუმა ბევრმა თანამდებობის პირმა დატოვა, მმართველ პარტიას „ერთიანი რუსეთი“ კი მისი იარლიყი შერჩა: „ქურდების და თაღლითების პარტია“. მეტსახელი იმდენად პოპულარული გახდა, რომ საძიებო სისტემებში პარტიის სახელის შეყვანისას, მის გასწვრივ ძალიან ხშირად ჩანს. ნავალნის მიერ წამოწყებულმა ანტიკორუფციულმა კამპანიამ კრემლი აიძულა კანონი ცილისწამების შესახებ გაემკაცრებინა და რუსეთის სახალხო ფრონტიც კი დაეარსებინა.

დღეს კრემლი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ნავალნის ადგილობრივ მმართველობაში მრჩევლად მუშაობის დროს დანაშაული აქვს ჩადენილი და ის 2009 წელს ხის მორებს იპარავდა. პრეზიდენტ პუტინის მეგობარი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ალექსეი კუდრინი ტვიტერის გვერდზე ასეთ ფრაზას აქვეყნებს: „ნავალნის ვერდიქტი დასჯაზე უფრო მის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და საარჩევნო პროცესებიდან ჩამოცილებას გავს“.

ვლადიმირ რიჟკოვი დანარჩენ რუს დისიდენტებთან ერთად აღნიშნავს, რომ განაჩენი ზუსტად იმ დროს გამოცხადდა, როცა პრეზიდენტი პუტინი სამხრეთ აფრიკის ყოფილ ლიდერს და ცნობილ უფლებადამცველ, ნელსონ მანდელას 95 წლის იუბილეს ულოცავდა.

რუსეთის ტელევიზიას რა თქმა უნდა რიჟკოვის კომენტარი არ გაუშუქებია, მხოლოდ ძალიან მოკლედ ნავალნის ვერდიქტს აცხადებდა. ისიც ახალ ამბებში ნომერ მესამე სიუჟეტად. კრემლის მიერ მკაცრად კონტროლირებადი ტელევიზია უმეტესად ყურადღებას რუსულ სამხედრო მანევრებზე ამახვილებდა, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო და კიდევ, დიდ დროს სპორტული ღონისძიების შემდეგ გამართულ საზეიმო კონცერტს და ფოიერვერკებს უთმობდა.

თუმცა, ვლადიმირ რიჟკოვის მიერ ყურადღების გამახვილება განაჩენის გამოტანის დროზე და მის ირონიით სავსე სიმბოლიზმზე ინტერნეტის მომხმარებლებს უყურადღებოდ არ დარჩენია. ვონ ეგერტი ტელეარხების მიერ დალაგებულ სიუჟეტების თანმიმდევრობაშიც კრემლის პოლიტიკას ხედავს.

რადიო „კომერსანტის“ მთავარი რედაქტორის თქმით, „ინტერნეტის ეპოქაში სასამართლო სულ რომ არ ეხსენებინათ, არ გამოვიდოდა. მაგრამ მისი ახალ ამბებში მესამე ნომრად გაშვება იმაზე მიუთითებს, რომ ეს რიგითი დამნაშავის სასამართლო იყო და მას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა არ ენიჭება“.

შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები გმობენ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბრალდებას და განაჩენს. რუსეთში ამერიკის ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა ტვიტერის გვერდზე კრემლის პოლიტიკურ ინტერესებზე მიანიშნა. „დიდ იმედგაცრუებას გამოვთქვამ ნავალნის განაჩენით და სასამართლოს აშკარა პოლიტიკური მოტივაციებით“ - აღნიშნა მან.
XS
SM
MD
LG