ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი რუსეთს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს


ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის საზღვრებთნ სამხედრო აქტოვობების გამო, ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს „გამჭვირვალობისკენ“ მოუწოდებს.

„რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია ან აგრესიული ქმედება სერიოზულ შეშფოთებას გამოწვევს“ - განაცხადა სტოლტენბერგმა დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ორი დღით ადრე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა, უკრაინაში და მის მახლობლად, რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ ანგარიშები ფრანგ კოლეგასთან განიხილა.

გასულ კვირას, ენტონი ბლინკენმა გააფრთხილა რუსეთი, არ დაუშვას კიდევ ერთი „სერიზოული შეცდომა“ უკრაინასთან დაკავშირებით. პენტაგონი, უკრაინის საზღვრის მახლობლად, რუსული ჯარის სავარაუდო გადაადგილების შესახებ აცხადებს, რომ ის „უჩვეულოდ დიდი და მოცულობითია“.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის ოფიციალურმ პირებმა. ისინი აცხადებენ, რომ ვითარებას შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან ერთად აკვირდებიან. ოფიციალური პარიზი მოსკოვს აფრთხილებს, რომ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება.

რუსეთის პრეზიდენტი უარყოფს დასავლეთის მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა რუსეთის შეტევით სამხედრო მოქმედებებს გეგმავდეს. ამ ფონზე, ვლადიმირ პუტინი ვაშინგტონს, შავ ზღვაში აგრესულ ქმედებებში ადანაშაულებს.

ბოლო თვეების განმავლობაში, შავ ზღვაში შეერთებული შტატებისა და უკრაინის ერთობილივი სამხედრო წრთვნები გაიმართა.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მსგავსი წრთვნები შავ ზღვაში „თავდაცვითი და გამჭვირვალეა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG