თურქეთი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს და ამ თემაზე ალიანსის პარტნიორებთან მოლაპარაკებებს მართავს. ნატო სირიის საზღვართან თურქეთის მხარეს განლაგებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების „პატრიოტის“ დემონტაჟს ამ წლის ბოლომდე გეგმავს.
ანკარის მოწოდება რუსეთის თვითმფრინავების მიერ ბოლო დღეებში მომხდარი თურქეთის საჰაერო სივრცის არაერთი დარღვევის ფონზე ხდება. აღნიშნული განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.