ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკებები ჩიკაგოში


ჩიკაგოში ნატოს სამიტის პარალელურად ქუჩებში საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისთვის 45 დემონსტრანტი დააპატიმრა. გუშინ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეტა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და იმ შენობასთან მისვლა მოინდომა, სადაც სამიტი მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოსაგერიებლად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა მათ ბოთლები და სხვა საგნები ესროლეს. პოლიციის ცნობით, შეტაკებისას ოთხი ოფიცერი დაშავდა.

XS
SM
MD
LG