ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ავღანეთს მტერთან პირისპირ არ დატოვებს


ჩრდილოატლანტიკური ხელეკრულების ორგანიზაციის განცხადებით, ნატო ავღანეთს ოპერაციის მზარდი ფინანსური ხარჯების მიუხედავად, მტერთან პირისპირ არ დატოვებს.

ამერიკისა და ნატოს გეგმით ავღანეთიდან საბრძოლო ძალები 2014 წელს გავლენ. თუმცა გუშინ გენერალურმა მდივანმა გააფრთხილა ის ძალები, რომლებიც ავღანეთის მთავრობის დამხობას ცდილობენ.

„ეს ნატოსთვი ახალი მისია და ახლი როლი იქნება. ჩვენ ერთად ვგულისხმობ საერთაშორისო საზოგადოებას ყველაფერს გავაკეთებთ რომ ავღანეთში უსაფრთხოების ძალები გავაძლიეროთ,-“ აღნიშნა ბატონმა რასმუსენმა.

ბრუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი მზადაა თანხის გამოსაყოფად, რაც ავღანეთის უშიშროების ძალების გაძლიერებას მოხმარდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დადებითად შეაფასა ავღენეთის ძალების მიერ თალიბების მოწყობილ თავდასხმებზე წინააღდეგობის გაწევა და ასევე განაცხადა:

„ნატომ მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ცვლილებები განიცადა. ალიანსი უსაფრთხოების წამყვანი ძალაა არა მარტი ატლანტიკის რეგიონში არამედ გლოგალური მასშტაბითაც.“

XS
SM
MD
LG