ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თანამედროვე მუსიკის ფესტივალი ნიუ იორკში


ფესტივალის მისია- ახალგაზრდა მუსიკოსების და კომპოზიტორების აღმოჩენა და წახალისებაა

ნიუ იორკის ფილარმონიის მუსიკალური დირექტორი ალან გილბერტი არ უფრთხის თანამედროვე მუსიკას და შესაბამისად მსმენელსაც იგივეს ურჩევს.

„მართალი გითხრათ მიზეზი, რის გამოც მე თანამედროვე მუსიკას ვირჩევ არის ის, რომ ძალიან მომწონს ამ მუსიკის უმეტესი ნაწილი.“

ნიუ იორკში გამართული თანამედროვე მუსიკის ფესტივალზე, ნიუ-ოირკის ფილარმონიის ორკესტრი მსმენელის წინაშე უჩვეულო პარტნიორთან ერთად წარსდგა. ეს გახლავთ ახალი მუსიკალური მიმდინარეობის „Bang on Can”-ის ვარსკვლავურ ჯგუფი. სექსტეტში შემავალ ყველა წევრს კლასუკური მუსიკალური განათლება აქვს.

ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი, კომპოზიტორი ჯულია ვულფია.

„ამ მუსიკოსებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ წარვადგინოთ ყველასათვის უცხო, შეიძლება ითქვას გიჟური მუსიკალური თავგადასავალი, რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მსგავსი ექსპერიმენტების მონაწილენი გავხდით.“

ანსამბლი წარმოადგენს ჯულია ვულფის მულტიმედია ორატორიოს, სახელად „ანტრაციდის მინდვრები“. შთაგონების წყარო გახდა კომპოზიტორის ფილადელფიაში გატარებული ბავშვობის წლები. როგორც ჯულია ვულფი იხსენებს, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მასზე ქვანახშირის მაღაროებმა მოახდინეს:

„მინდოდა პატივი მიმეგო იმ ხალხისთვის, ვინც ამ მაღაროებში მუშაობს. საინტერესოა, ერთის მხრივ თავად ეს ინდუსტრია და მეორეს მხრივ, თუ რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.“

ყველასათვის ცნობილმა ჯულიარდის ხელვნების სკოლამ და ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმმა წარადგინა ეიჩ კეი გრუბერის ოპერა „ გლორია- ღორის თავგადასავალი“. ოპერა დადგა რეჟისორმა დაგ ფიჩმა. ის ასევე კოსტიუმების ავტორიცაა, რომლებიც ცალკე ხელოვნების ნიმუშებად შეიძლება განიხილოთ:

„სპექტაკლში ბაყაყების გუნდი, ღორების მიერ შესრულებული ბი-ბოპი, ასევე ჩირტების არიებია, რაც სპექტაკლს სრულყოფილი ოპერის ფორმას აძლევს.“

ჯულიარდის კურსდამთავრებულებმა, კარლტონ ფორდმა და კევინ ბარდეტმა უარი ვერ თქვეს შეთავაზებულ პროექტზე და სიამოვნებით შეასრულეს ბაყაყისა და ტახის პარტიები.

„ნამდვილად უჩვეულო მუსიკაა, ამასთან ძალზედ რთულიც. მაგრამ როგორც კი ჩაწვდები, ყველაფერი თავის ადგილზე დგება.“ აცხადებს კევინ ბარდეტი.

დღეს დღეობით ავსტრიელი კომპოზიტორის, ეიჩ კეი გრუბერის ოპერა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იდგმება. ფესტივალის ფარგლებში ცნობილი კომპოზიტორების გარდა ახალბედა შემოქმედთა ნამუშევრებიც იყო წარდგენილი.

ფესტივალზე გაჟღერებულ კომპოზიტორთა შორის იყო 15 წლის ზაჰარი დეტრიკიც. მისი ნაწარმოები ნიუ იორკის მუსიკის სპეციალური სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს.

„მინდოდა შემექმნა ძალიან ატმოსფერული საორკესტრო ნამუშევარი, რომელიც ჩემს გრძნობებს გადმოსცემედა. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ეს ემოციები სკოლას დაუკავშირდა.“

ნიუ იორკის ფილარმონიის მუსიკალური დირექტორი ალან გილბერტი აცხადებს, რომ სკოლის მოსწავლეების ფესტივალში მონაწილეობა მის მისიის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია.

„მე-19 საუკუნეში თითქმის ყველა კონცერტი იყო ახალი მუსიკის წარდგენის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ეს ზოგადად მუსიკისთვის აუცილებელი კომპონენტია, ანუ ახალგაზრდების დაინტერესება და წახალისება, რათა მათ ახალი ნაწარმოებები შექმნან."

გილბერტი უკვე ორი წელია სათავეში უდგას ამ წამოწყებას და მისი წვლილი უცილობლად დიდია ახალი სახელების ძიების და წახალისების პროცესში.
XS
SM
MD
LG