ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული ტრანზიტის შეთანხმების დასრულებასთან ერთად, დნესტრისპირეთმა გაზის მიწოდება შეწყვიტა


დნესტრისპირეთი, მოლდოვა
დნესტრისპირეთი, მოლდოვა

იმ დროს, როდესაც წლის ბოლოს რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის შეთანხმების ვადა მთავრდება, კვირას მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონის ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

უკრაინამ ომის დროს ამ შეთანხმების განახლებაზე უარი განაცხადა. ამან მოლდოვაში ახალ წელს ენერგიის მასობრივი გათიშვების შიში გააჩინა.

კომპანია „ტირასპოლტრანსგაზ“-მა, რომელიც პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში გაზს ანაწილებს, განაცხადა, რომ ქალაქების, დუბასარის და ბენდერის გარშემო, მთავრობის მიერ კონტროლირებული ტერიტორიების საზღვართან, გაზის მიწოდება 12 სახელმწიფო დაწესებულებას შეუწყდა. ამაში შედის ოთხი საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულება და ასევე პოლიციის განყოფილება და პროკურატურა.

ჩაჭრა მოხდა რუსული „გაზპრომის“ განცხადებიდან მეორე დღეს, რომელშიც რუსულმა ენერგოგიგანტმა თქვა, რომ 1-ელ იანვარს, გრინვიჩის დროით 05:00, დავალიანების გადაუხდელობის გამო მოლდოვაში გაზის ექსპორტს შეწყვეტდა.

მოლდოვა ადრე მიწოდებული გაზის საფასურის გადაუხდელობის ბრალდებას არ ეთანხმება და რუსეთს ქვეყნის დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს. მოსკოვი ასეთ ბრალდებებს უარყოფს.

რუსეთი მოლდოვას წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის, რომელიც უკრაინაზე გამავალი მილსადენით პრორუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში მიედინება, სადაც თბოსადგური იაფ ენერგიას გამოიმუშავებს, რომელსაც მოლდოვის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ნაწილებში ყიდის.

კიშინევმაც და დნესტრისპირეთმაც საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა გამოაცხადეს, რომელშიც შედის ისეთი ზომები, როგორიც პიკის საათებში ენერგიის მოხმარების შემცირებაა.

XS
SM
MD
LG