ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლუზის პიონერები


ბლუზის პიონერები
ბლუზის პიონერები

ბლუზის დაარსება და პოპულარიაზაცია აშშ-ს უკავშირდება , მის მშობლიურ მხარედ კი მდინარე მისისიპის შესართავი ითვლება. ის რომ დღეს ეს ადგილები მუსიკის ამ ჟანრით ცოცხლობს მრავალი ფესტივალი და მუზეუმი ნათელყოფს. ხოლო რაც შეეხება ბლუზის ვარსკვლავებს და ფუძემდებლებს, ისინი 80-90 წელს გადაცილებული მუსიკოსები არიან, რომლებიც ახალი თაობის აღზრდას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ბილ პერია. მან თავისი ცხოვრება ბლუზს დაუკავშირა და შეიძლება ითქვას მისით ცოცხლობს. ბილი დელტა ბლუზის მუზეუმში მუშაობს და კვირაში 4 დღე საათნახევრის სავალზე უწევს მგზავრობა და მწაფეებთან შეხვედრა. ბილ პერი მუზეუმში მასტერკლასებს ატარებს, თუმცა ამას გაკვეთილების სახე არ აქვს, უფრო ჯემსეიშენის სტილი შეიძლება დაერქვას. ის ასწავლის მუსიკას, მაგრამ მთავარ მიზანს თითოეულ მოსწავლეში მუსკოსის ჩამოყალიბებაა.

მის სტუდენტთა შორის კაილინ და კეიდროს თომასები არიან. ბილი მათ ხუმრობით ბლუზის ძმებს ეძახის.

- ზუსტად ისეთი მინდა ვიყო, როგორც ბილია, ვიმოგზაური მსოფლიოს ირგვლივ და დაუკრა ყველგან სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. აცხადებს კაილინ თომასი.

ქრისტონ ინგრამი კი 11 წლისაა. ინტერესი ბლუზის მიმართ ერთი წლის წინ გაუღვივდა და ბასზე დაკვრის შესასწავლად ბილ პერის მიმართა . რაც შეეხება მომავალს, ქრისტონს გამოჩენილ ბლუზმენად წარმოუდგენია თავი

- პროდუსერი, კომპოზიტორი, მუსიკოსი ეს ის სფეროებია რომელშიც მე მომავალში ვაპირებ მოღვაწეობას და სახელის მოხვეჭას.

თავად ბილი თავის მოსწავლით კმაყოფილია, და აცხადებს, რომ არ გაუკვირდება ქრისტოფერის წარმატება , რადგანაც ის განუწყვეტლივ მეცადინეობს.

- თუკი გსურს იყო გამოჩენილი მუსიკოსი ამის მიღწევა მხოლოდ დაუღალავი შრომითაა შესაძლებელი, აცხადებს ბილ პერი

ის თავის მოსწავლეებს სწორედ ამ მიზნების მიღწევაში ეხმარება.ბლუზის სიყვარულმა მისისიპიში ათასობით ადამინს მოუყარა თავი. მაგალითად დევიდ ჰანი ბოი, რომელიც ამჟამად 95 წლისაა იხსენებს ბლუზის ლეგენდას რობერტ ჯონსონს, რომელთანაც საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ლეგენდის თანახმად სწორედ რობერტ ჯონსონმა , მისისიპის ერთერთ გზაჯვარედინზე სული სატანას მიჰყიდა რათა ბლუზ გიტარაზე დაკვრის ვირტუაოზული შესრულება შეძლებოდა.

მისისიპის უკავშირდება აგრეთვე ბლუზის მამის W.C. ჰენდის შთაგონებაც. სწორედ ქალაქ ტუტვილერში მატარებლის ლოდინში დაიბადა გიტარაზე მცოცავი დაკვრის ტექნიკა.

ბილ პერიმ მისისიპის ქალაქ კლარკსდეილში კონცერტი ცნობილ კლუბში ბლუზ ელიში გამართა, როგორც მუსიკოსმა მოგვიანებით აღნიშნა უმთავრესი მიზანია ბლუზისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, ეს ჟანრი არასდროს უნდა მოკვდეს. ის მუსიკოსები კი ვინც დღესდღეობით ამ სფეროში მოღვაწეობენ სწორდ ამ მისიას ასრულებენ.

ხოლო რაც შეეხება იმ მცირეწლოვან დამწყებ შემსრულებელებს რომლებიც ბილის გვერდით ხშირად გამოდიან, და თითოეულს სოლო პარტიის შესრულების საშუალება ეძლევა, მენტორი და პედაგოგი მათ სკოლაში აკადემიურ მოსწრებაზეც ზრუნავს და ამიტომაც კლუბში დიდხანს დარჩენის უფლებას არ აძლევს.

ის მოსწავლეებს დაძინებას ურჩევს, რათა დილას სკოლაში წასვლა არ გაუჭირდეთ, ხოლო დამსწრეებს კიდევ ერთხელ სთხოვს რომ აპლოდისმენტებით გააცილონ სახლებში ახალგაზრდა ბლუზმენები.

XS
SM
MD
LG