31 მაისს ხსოვნის დღე ამერიკის ბევრ ქალაქში აღინიშნა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მთავარსარდლის რანგში პირველად მიაგო პატივი ქვეყნის სამსახურში დაღუპულ მეომრებს. ხსოვნის დღეს ამერიკელები 1868 წლიდან აღნიშნავენ. ის არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ ომს. ფედერალური დღესასწაულის მიზანია ქვეყნის მოქალაქეებს ახსოვდეთ ის მსხვერპლი, რომელიც ადამიანებმა ქვეყნის სამსახურში გაიღეს, მოიგონონ ისინი, პატივი მიაგონ მათ საფლავებს და მორთონ ყვავილებით, ლენტებით, თუ დროშებით.