ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკკოი ტაინერი ალექსანდრიაში კონცერტს მართავს


მაკკოი ტაინერი ალექსანდრიაში კონცერტს მართავს
მაკკოი ტაინერი ალექსანდრიაში კონცერტს მართავს

მაკკოი ტაინერი ალექსანდრიაში კონცერტს მართავს
მაკკოი ტაინერი ალექსანდრიაში კონცერტს მართავს

მაკკოი ტაინერის სახელი ხშირად ასოცირდება ლეგენდარულ საქასაფონისტთან ჯონ კოლტრეინთან. სწორედ კოლტრრეინის კვარტეტში ყოფნისას მოიხვეჭა სახელი მაკკოი ტაინერმა გასული საუკუნის 60-იან წლებში.

ტაინერი 1938 წელს 11 დეკემბერს ქალაქ ფილადელფიაში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა ადრეულ ასაკში დედის ძალისხმევით დაიწყო და ორ წელიწადში მუსიკა მის განუყოფელ ნაწილად იქცა. ფილადელფიის მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ, ის ხშირად გამოდიოდა ადგილობრივ ღამის კლუბებში. ერთ-ერთი მსგავსი ჯემსეიშენის დროს ის ჯონ კოლტრეინს შეხვდა, რომელიც ფილადელფიაში მაილს დევისთან ერთად მოგზაურობდა. მაკკოი ტაინერი მაშინ 17 წლის იყო. თუმცა ამ ორი მუსიკოსის ტანდემი უფრო მოგვიანებით შედგა. მანამდე კი მას კიდევ ერთ ლეგენდარულ მუსიკოსთან ბენი გოლსონთან მოუწია მუშაობა ჯგუფში სახელად Art Farmer's Jaztet. თანამშრომლობა ხანმოკლე გამოდგა და ერთ წელიწადში 1960 წელს , როდესაც ჯონ კოლტრეინი მაილს დევისის ჯგუფიდან წამოვიდა მაკკოი ტაინერი ახლად შექმნილი კვარტეტის წევრი გახდა. მაკკოის კარიერის აღმასვლა სწირედ ამ წლებს უკავშირდება.

კოლტრეინის კვარტეტში წარმატებული და აღიარებული წლების შემდეგ 5 წლის თავზე მან გადაწყვიტა საკუთარი ჯგუფის ჩამოყალიბება და დამოუკიდებლად არსებობა. ტრიოს, რომელიც მან შექმნა, წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჯაზის სამყარო არ ჩქარობდა მის აღიარებას. მხოლოდ 5 წლის შემდეგ მოახერხა მან ამ ყინულის დაძვრა და 1970 წელს კრებულისთვის "საჰარა" ორი გრემის ნომინაცია და კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა. ამის შემდეგ მაკკოი ტაინერს ჩავარდნა კარიერაში აღარ ჰქონია. ამის შემდეგ იყო მრავალი გრემი და და მუშაობა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან როგორებიც არიან ჯონ სკოფილდი, ბელა ფლეკი , სტენლი კლარკი, კრისტიან მაკბრაიტი და გარი ბარცი. სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად ქალაქ ალექსანდრიაში, ცნობილ საკონცერტო დარბაზში ბირჩმირში 10 სექტემბერს მაყურებლის წინაშე წარსდგება.

XS
SM
MD
LG