ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის თავდაცვის მდივნის მოულოდნელი ვიზიტი ავღანეთში


თალიბანისგან დარჩენილმა მცირე ჯგუფებმა, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით მოქმედ ავღანეთის სამთავრობო ძალებს ებრძვიან, 16 წლის მანძილზე გაჭიანურებული დაპირისპირების სამშვიდობო მოლაპარაკებით დასრულების ინტერესი გამოხატეს. ქაბულში დაუგეგმავი ვიზიტით ჩასვლამდე, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა განაცხადა, რომ ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის სამშვიდობო მოლაპარაკების გეგმას ერთად განიხილავენ.

მატისის თქმით, “ხიდი შესაძლოა ჯერ ძალიან შორს იყოს”. თალიბანი სამშვიდობო ინიციატივით აქამდეც გამოვიდა, მაგრამ მოლაპარაკებას პირდაპირ ამერიკასთან ითხოვდა, რაზეც მატისმა კატეგორიული უარი განაცხადა.

“ჩვენი სურვილია მოლაპარაკება ავღანელებმა წარმართონ და შერიგების მცდელობის მთავარი აზრი მათგან მოდიოდეს” - უთხრა გენერალმა ჟურნალისტებს. სწორედ ეს იქნებოდა ავღანეთის უპირობო გამარჯვება, ქვეყნის, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოების მართვა შეუძლია - აცხადებს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი.

(( TITLE: US GOP RUSSIA PROBE

Facebook Forum

XS
SM
MD
LG