ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრაგმენტი მარსიდან დიდ ინფორმაციას მოიცავს


ფრანგმენტი დედამიწაზე 2011 წელს ჩამოვარდა

მარსიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ფრაგმენტი 2011 წელს საჰარაში აღმოაჩინეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ წითელი პლანეტის შესახებ ბევრი ახალი დეტალი გამოიკვეთა, რაც ბევრისთვის სურპრიზი გახდა.
ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის მკვლევარები თვლიან რომ მარსიდან ჩამოვარდ- ნილი ქვა მეტეორიტების ახალ კლასს წარმოადგენს. კოსმოსური ქვა მათი აზრით მარსის ქერქიდანაა. ის 320 გრამს იწონის და მეტსახელად " შავი ლამაზმანი" ეწოდა. მისი ფორმირების ასაკი დაახლოებით ორ მილიარდ წელზე მეტს ითვლის. ეს არის ყველაზე ძველი ქვა რაც კი როდესმე აღმოჩენილია აქამდე. გამოკვლევებით დადგინდა, რომ კოსმოსური ქვა 100 დანარჩენ მეტეორიტთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტ წყალს შეიცავს. ეს კი ერთგვარად ზრდის იმის შესაძლებლობას რომ წითელ პლანეტაზე არსებობდა სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG