ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს, მადლიერების დღეს ზეიმობს. მადლიერების დღე ამერიკაში ოჯახური დღესასწაულია. ამ დროს ოჯახის წევრები და მეგობრები ერთად იკრიბებიან, ტრადიციულ ვახშამს ამზადებენ, რაც ინდაურის შეწვას გულისხმობს. ამასთან, ეს დღესასწაული, წლის განმავლობაში, მოზგაურობის მხრივ ყველაზე დატვირთულია, რადგან ამერიკელები ცდილობენ, ეს დღე სხვადასხვა შტატში მცხოვრებ ოჯახებთან და ახლობლებთან ერთად გაატარონ.
მადლიერების დღეს, ქალაქ ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება სავაჭრო ქსელის - "მეისის" მიერ ორგანიზებული აღლუმი, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება. წელს ეს აღლუმი განსაკუთრებული და გამორჩეულია, ვინაიდან, "მეისის" პირველი საზეიმო მსვლელობიდან ზუსტად ერთი საუკუნე გავიდა.
წლევანდელ აღლუმში წარმოდგენილ გიგანტურ, ჰელიუმის ბუშტებთან და მოცეკვავე გუნდებთან ერთად, სანახაობაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი მომღერლები და მსახიობები, ასევე ქალი კალათბურთელები.
აღლუმი ნიუ-იორკის დროით, დილის 8:30-ზე, მანჰეტენზე დაიწყო და ის 4 კილომეტრის მოშორებით, შუადღეს "მეისის" მაღაზიის წინ, 34-ე ქუჩაზე დასრულდა.