ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოზარდების პროსტიტუცია ლოს ანჯელესში


შეერთებულ შტატებში სახლიდან გაქცეული მოზარდები ხშირად პროსტიტუციის მსხვერპლი ხდებიან

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ხშირად არასრულწლოვანები ოჯახიდან გაქცევის შემდეგ პროსტიტუციის მსხვერპლი ხდებიან. ამერიკის ხმის ჟურნალისტი მაიკ ოსალივანი ლოს ანჯელესში, საქველმოქმედო ორგანიზაცია “ღამის ბავშვებს” ესტუმრა. ეს ორგანიზაცია მოზარდებს ცხოვრების შეცვლასა და განათლების მიღებაში ეხმარება.

ორგანიზაცია „ღამის ბავშვებში“ "ამერიკის ხმა" არასრულწლოვანებს შეხვდა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ლოს ანჯელესის ქუჩებში პროსტიტუციას ეწეოდნენ. ის დრო წარსულს ჩაბარდა და დღეს ისინი ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდებივით ცხოვრობენ, სწავლობენ, ვიდეო თამაშებით ერთობიან და პრაქტიკული მედიტაციის კურსს გადიან.

ალისა 15 წლისაა, ქუჩაში პროსტიტუციის მიზნით უფროსმა დამ გაიყვანა.საკუთარი სუტენიორი ჰყავდა და მთელი ღამის განმავლობაში კლიენტებს ემსახურებოდა.

“მუშაობას მაიძულებდნენ, მამაკაცები სასტუმროში დამყავდა. მთელი დღის განმავლობაში საჭმელს ვერ ვჭამდი, გასაქცევიც არსად მქონდა, ოჯახს ვერ ვნახულობდი.”

ერთხელაც, რიგითი სამუშაო დღის დროს არასრულწლოვანი ალისა პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა. ასე მოხვდა გოგონა ლოს ანჯელესის საქველმოქმედო ორგანიზაციაში. მასთან ერთად აქ სხვა არასრულწლოვანებიც არიან და საკუთარი ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას ცდილობენ:

“თითქმის ყველას ერთი ცხოვრება გვაქვს გავლილი. მუდმივად ვცდილობთ ერთმანეთი გავამხნევოთ და როგორც საკუთარ ოჯახის წევრებს , ისე ვუფრთხილდებით ერთმანეთს.”

ამერიკელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ არასრულწლოვანთა პროსტიტუცია ამერიკიდან შორს, აზიის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, როგორც ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი შაუნ კინგი ამბობს, სახლიდან გაქცეული მოზარდების უმეტესობა პროსტიტუციის მსხვერპლი ხდება:

“საერთაშორისო ტრეფიკინგზე ზრუნვამ საკუთარი პრობლემები დაგვავიწყა, არადა ლოს ანჯელესში ათასობით მოზარდი ფულის შოვნის მიზნით, ღამით ქუჩებში პროსტიტუცას ეწევა.”

ლოს ანჯელესში ადგილობრივ მოსახლეობას მედია ხშირად ახსენებს, რომ ეს პრობლემა ქალაქისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ორგანიზაცია "ღამის ბავშვების" დამფუძნებელმა ლოის ლიმ მადლობას უხდის მხარდამჭერებს და ადგილობრივი ბიზნესის მწარმოებლებს. ლი ასევე მადლიერია იმ მოხალისეების, რომლებსაც ღამის ლოს ანჯელესში ტრეფიკინგის არასრუწლოვან მსხვერპლთა აღმოჩენაშჲ საკუთარი წვლილი შეაქვთ:

“მოხალისეებს შორის უმეტესობა პროფესიონალია,ზოგი
სკოლის პედაგოგია, ზოგიც კი კორპორაციის თანამშრომელი.”


ლის თქმით, მოზარდებისთვის საქველმოქმედო ორგანიზაცია პატარა სამოთხესავითაა. მათ აქ შეუძლიათ თავი კომფორტულად იგრძნონ და საკუთარ ცხოვრებას საფუძველი ჩაუყარონ.
XS
SM
MD
LG