ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიეტუვაში მემარცხენე ოპოზიციამ არჩევნებში გაიმარჯვა


სოციალ-დემოკრატების ოპოზიციურმა პარტიამ, კვირას, 27 ოქტომბერს, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებულმა პარტიამ პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს თავდაცვის ხარჯების პროგრამას. მათ ასევე გაკრიტიკეს პრემიერ-მინისტრ ინგრიდა სიმონიტის მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციურ მთავრობა, რომელიც თვადაცვის ხარჯების დასაფინანსებლად ქვეყანაში გადასახადებს ზრდის.

ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 141-წევრიან ასამბლეაში, ოპოზიცია 52 მანდატით ლიდერობს. მმართველი პარტია „სამშობლოს კავშირი“ მეორე ადგილს, 28 მანდატით დაიკავებს.

ბალტიისპირეთის ქვეყანას, სადაც 2,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხმის მიცემის ჰიბრიდული სისტემა აქვს, რომლის დროსაც პარლამენტის ნახევარი, კენჭისყრით, 13 ოქტომბერს უკვე აირჩიეს.

სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ვილია ბლინკევიჩიუტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის პარტიას ექნება საპარლამენტო უმრავლესობა, სავარაუდო კოალიციურ პარტნიორებთან ერთად. ესენია პარტიები: "ლიეტუვასთვის", "ფერმერთა და მწვანეთა კავშირი".

„ამ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ლიეტუველ ხალხს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებში თუ სოფლებში, სურს ცვლილებები", - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.

მან უარი თქვა ამ ეტაპზე უპასუხოს შეკითხვას, იბრძოლებს თუ არა პრემიერ-მინსიტრის თანამდებობისთვის.

XS
SM
MD
LG