ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის სამხედრო ძალები გააქტიურდნენ


კადაფის სამხედრო ძალები გააქტიურდნენ
კადაფის სამხედრო ძალები გააქტიურდნენ

ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის სამხედრო ძალებმა დასავლეთ ლიბიის ქალაქებზე მასირებული შეტევა მიიტანეს. შაბათს კადაფის არმიამ არტილერიით დაბომბა ქალაქი მისრატა, რის შედეგადაც განადგურდა ქალაქის ნავთობრეზერვუარები. მისრატა დასავლეთ ლიბიაში უკანასკნელი ქალაქია რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. უკვე ორი თვეა რაც საპორტო ქალაქი სამთავრობო ძალების ალყაში იმყოფება. კვირას ლიბიის რეჟიმმა მკაცრად გააკრიტიკა საერთაშორისო გეგმა რომელიც ამბოხებულებისთვის მილიონობით დოლარის ღირებულების გაგზავნას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG