ესპანეთში, კანარის კუნძულებზე მძვინვარე ვულკანმა 1 000-ზე მეტი შენობა დაანგრია. ცეცხლოვანი ლავის ამოფრქვევა კუნძულ ლა-პალმაზე ისევ გრძელდება. ის 6 კილომეტრის სიგრძეზე ვრცელდება და ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. ვულკანმა მოქმედება 19 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ ევაკუირებულია 6 000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს ყოველივე კუნძულის მხოლოდ დაახლოებით 10%-ს ეხება. დანარჩენ ნაწილში ცხოვრება ძველებურად გრძელდება.
მძვინვარე ვულკანი კანარის კუნძულებზე

5

6

7

8