ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეელი ფეხბურთელები ჩრდილოელ მეზობელთან გამართულ უცნაურ მატჩს იხსენებენ


სამხრეთ კორეის ფეხბურთის ეროვნული გუნდის მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ ამ კვირაში გამართული ისტორიული მატჩის დროს, მათი ჩრდილოეთ კორეელი კოლეგები ისე აგრესიულად თამაშობდნენ, იგრძნობოდა თითქოს ომობდნენ.

გუნდი ჟურნალისტებს ხუთშაბათს, ფხენიანიდან სეულში დაბრუნების შემდეგ ესაუბრა, სადაც მეტოქე კორეელებმა თამაში ფრედ დაასრულეს. სონ ჰიუნგ-მინმა, რომელიც ინგლისის “ტოტენჰემ სპარში” პროფესიულ ფეხბურთს თამაშობს, თქვა რომ ჩრდილო კორეელები “ძალიან უხეშობდნენ”, ფეხბურთელები ერთმანეთს აგინებდნენ. მან თქვა, რომ ტრავმების გარეშე გუნდის შინ დაბრუნება დიდი მიღწევაა.

კორეის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ მოედანზე ასეთი აგრესია არასდროს უნახავს და მატჩი საომარ მოქმედებას შეადარა. ასევე თქვა, რომ თამაში უცნაურ ვითარებაში, 50 ათასიან სტადიონზე თითქმის მაყურებლის გარეშე ჩატარდა. სტადიონზე არ იყო მედია და მატჩის პირდაპირი გადაცემა არ მომხდარა. ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ოფიციალური სააგენტო მატჩის შესახებ მოკლე ცნობით შემოიფარგლა და სულ ეს გამოაქვეყნა: “თავდასხმების და საპასუხო თავდასხმების თამაში ფრედ დასრულდა”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG