ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეელებმა ხმის მიცემის პროცესი დაიწყეს


სამხრეთ კორეაში დაძაბული საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. სავარაუდოდ, ეს პრეზიდენტ ლი მუნ ბაკის ერთ-ერთი დიდი გამოცდა იქნება. საარჩევნო უბნები ოთხშაბათს დილას გაიხსნა და 12 საათში დაიხურება. ამომრჩევლები 300 კაციან ეროვნულ ასამბლეის წევრებს აირჩევენ. კანდიდატთა უმრავლესობა პირდაპირი წესით აირჩევა, დანარჩენი კი პროპორციული მეთოდით. მიმდინარე არჩევნები დეკემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების განმსაზღვრელი იქნება. 20 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთი და იგევე წელს ტარდება.

XS
SM
MD
LG