ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი ვაშინგტონს ესტუმრება


დისკუსია შეეხება მრავალ სფეროს, დაწყებული აშშ-ის ჯარის გაყვანიდან 2014 წელს, ფინანსური და უსაფრთხოების გარანტიით დამთავრებული

ორშაბათს ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ვაშინგტონს ესტუმრება, სადაც პრეზიდენტ ობამას შეხვდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრეს-სპიკერის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, კარზაი ვიზიტის დროს გამართავს მოლაპარაკებებს, ვინაიდან "სალაპარაკო ბევრი დაგროვდა".
მან ასევე დასძინა, რომ დისკუსია შეეხება მრავალ სფეროს, დაწყებული აშშ-ის ჯარის გაყვანიდან 2014 წელს, ფინანსური და უსაფრთხოების გარანტიით დამთავრებული. ორივე ქვეყნის ოფიცალურ პირებს იმედი აქვთ, რომ შეხვედრებo ხელს შეუწყობს ამერიკული კონტინგენტის გამოყვანის მშვიდობიან პროცესს, ამასთან მიღწეული პროგრესი უსაფრთხოების მხრივ არ შეფერხდება.


XS
SM
MD
LG