ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ბრენანი დრონების გამოყენების პრაქტიკას იცავს


ბრენანი: დრონების გამოყენება ტერორისტების წინააღმდეგ სავარაუდო თავდასხმის აღკვეთის მიზნით ხდება

პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასახელებულმა ჯონ ბრენანმა სენატში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების პრაქტიკა დაიცვა. მისი განცხადებით, დრონების გამოყენება ტერორისტების წინააღმდეგ სავარაუდო თავდასხმის აღკვეთის მიზნით ხდება, და არავითარ შემთხვევაში უკვე მომხდარი ტერაქტის სადამსჯელო ღონისძიების ფარგლებში.
სენატის დაზვერვის საკითხების შემსწავლელ კომიტეტში ბრენანის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, სადაც მას მოუწია თავისი პოზიციების დაცვა.
უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორიზმში ეჭვმიტანილი ამერიკის მოქალაქეებიც დაიღუპნენ, რასაც აკრიტიკებენ ლიბერტარიანელები, რომლებიც თვლიან, რომ ეს იგივეა სიკვდილი მიუსაჯო ამერიკელს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე.
XS
SM
MD
LG