ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აპრილი - ჯაზის თვე


აპრილი - ჯაზის თვე
აპრილი - ჯაზის თვე

აპრილი - ჯაზის თვე
აპრილი - ჯაზის თვე

აშშ-სა და მსოფლიოს ორმოცამდე ქვეყანაში ჯაზის მოყვარულები უკვე მეათე წელია აპრილის თვეს განსაკუთრებით აღნიშნავენ, მას ჯაზის პოპულარიზაციის და დაფასების თვესაც უწოდებენ.

ჯაზისადმი მიძღვნილი თვის აღნიშნვნა მთელი ამერიკის მაშტაბით მიმდინარეობს წლვანდელ სარეკლამო აბრებს კი კომპოზიტორი, პიანისტი და მრავალი მუსიკალური კომპოზიციის არანჟირების ავტორი, მერი ლუ უილიამსი ამშვენებს.

მისი წარმატებული კარიერა 15 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც ფართო აუდიტორიის წინაშე ვაშინგტონში, დუკ ელინგტონის საღამოზე წარდგა მსმენელის წინაშე. ბლუზის, ბოგი ვუგის , სვინგისა და ბიბოპის შემრეულებელს ჯაზის სამყაროში საკმაოდ კარგად იცნობენ და აფასებენ. ის სხვა ქალ ჯაზ შემსრულებლებთან ერთად მსოფლიოში აღიარებული ჯაზ პიანისტია.

მერი ლუ უილიამსი მრავლი ახალგაზრდა მუსიკოსის შთაგაონების წყარო გახდა, და ისინი მის გაკვალულ გზაზე დღეს თავისი შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევიან. მათ შორისაა პიანისტი გერი ალენი:

" მე მახსოვს პირველი ჯაზ კონცერტი რომელიც მოვისმინე , დედამ კონცერტზე წამიყვანა, რადგანაც ასაკის გამო ჯაზ კლუბში შესვლა არ შეიძლებოდა. შთაბეჭდილება რომელიც ცოცხალი შესრულებით მივიღე წარუშლელია. იმ დღიდან ჯაზი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.“

მსოფლიოში არ არსებობს ჟანრი რომელიც ჯაზს ჩაანაცვლებს, აცხადებს გამოჩენილი ჯაზ მუსიკოსი , მესაყვირე კრის ბოტი. საკმარისია ერთი კონცერტი ნახო ცოცხალი შესრულებით რომ იმ წამსვე მისი ტყვე ხდები:

„ჩემის აზრით, ჯაზი არის პირველი და ალბათ ჭეშმარიტი ამერიკული ხელოვნების ფორმა. ინსტრუმენტალისტები კი მის უდიდეს ნაწილს შეადგენენ. ჩემთვის ძალზედ საამაყოა, როდესაც ახალგაზრდები საყვირით, ჩელოთი ან ფორტეპიანოზე დაკვრით ინტერესდებიან. იმისათვის რომ ჯაზი შეიყვარონ საკმარისია მათ ცოცხალი ჯაზის შესრულება იხილონ და მოიმინონ.

ვაშინგტონში არსებული ამერიკის ისტორიის სმითსონის ეროვნული მუზეუმი ასევე აღნიშნავს ჯაზის თვეს. მისი მიზანია წარმოადგინოს ჯაზი როგორც ისტორიული და ამავე დროს მომქმედი ამერიკული ხელოვნების ფორმა. ჯაზის თვეს შეერთებლ შტატების გარდა აღნიშნავენ მსოფლიოს 40 ქვეყნაში. საკონცერტო გამოსვლებთან ერთად მუზეუმებში სპეციალური ექსპოზიციები ტარდება, სადაც ფოტოსურათები და სხვადასხვა ღირშესანიშნავი ექსპონატები გამოიფინება, ჯაზის მოყვარულებს კი კიდევ ერთი შანსი ეძლევათ მთელი თვის განმავლობაში დატკბნენ ამერიკული ხელოვნების ამ უნიკალური ფორმით.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG