ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იოშიჰიკო ნოდა - იაპონიის ახალი ლიდერი


იოშიჰიკო ნოდა - იაპონიის ახალი ლიდერი
იოშიჰიკო ნოდა - იაპონიის ახალი ლიდერი

95-ე პრემიერს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა

იაპონის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩია. ეს თანამდებობა აწ უკვე ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა იოშიჰიკო ნოდამ დაიკავა. ის ჯერ კიდევ გუშინ მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ შიდა არჩევნების წესით აირჩია პრემიერ-მინისტრის კანდიდატად. დღეს კი პარლამენტის კენჭისყრის შედეგად იოშიჰიკო ნოდა ქვეყნის 95-ე პრემიერ-მინისტრი გახდა. მას ქვეყნის მართვა ურთულეს პერიოდში მოუწევს, რომელშიც იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აღმოჩნდა. ქვეყანა მარტში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის და ცუნამის შედეგების აღმოფხვრას ცდილობს. ასევე ჯერ კიდევ არსებობს სტიქიისგან დაზიანებული ფუკუშიმას ატომური რეაქტორის გაჟონვის შედეგები. ამას გარდა, ახალ პრემიერ-მინისტრს ეკონომიკური კრიზისი დაძლევაც მოუწევს, რომელიც იაპონიის ერთერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG