ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა


იტალიას კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს. 5,8 ბალის მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლონიიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა ემილია-რომანას რეგიონში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაიღუპა სულ ცოტა 12 ადამიანი. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან ბევრი მათგანი შესაძლოა ნანგრევებში იყვნენ მოყოლილნი.

20 მაისს იტალიის ჩრდილოეთში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა და მრავალი ისტორიული ნაგებობა დაინგრა. უამრავი ადამიანი სახლკარის გარეშე დარჩა. სტიქიამ მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა ქვეყანას.

XS
SM
MD
LG