ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში მსხვერპლთა რიცხვი იზრდება


მაშველების განცხადებით იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა 17-ს მიაღწია.

5,8 ბალის სიძლიერის მიწისძვრის შედეგად 350 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ემილია-რომანას რეგიონში მდებარეობდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მილანშიც იგრძნობოდა.

იტალიას ერთი კვირის წინ 6 ბალიანი მიწისძვრა დაატყდა თავს, რაც ქვეყანას მილიონობით დოლარი დაუჯდა.

XS
SM
MD
LG