ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების განახლების წინ, ისრაელის ღაზაზე იერიშმა 30 ადამიანი იმხვერპლა


დეირ ალ-ბალა
დეირ ალ-ბალა

იმ დროს, როდესაც ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასასრულებლად, კატარში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლება დაიგეგმა, ისრაელის დარტყმებმა ღაზაში სულ ცოტა 30 ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმსხვერპლა.

ინფორმაციას ალ-აქსას საავადმყოფოს პერსონალი ავრცელებს. მათი ცნობით, ცენტრალურ ღაზაში ათზე მეტი ქალი და ბავშვი დაიღუპა, მათ შორის ნუსეირათში, ზავაიდაში, მაგაზიში და დეირ ალ-ბალაში. ერთი დღით ადრე ანკლავში ათობით ადამიანი დაიღუპა და ბოლო 24 საათის განმავლობაში მოკლულთა რიცხვი 56 გახდა.

3 იანვარს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ წინა დღით ღაზის ტერიტორიაზე "ჰამასის" შეკრების ათობით წერტილს და სამეთაურო ცენტრს დაარტყა. არმია ამტკიცებდა, რომ სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების შესამცირებლად ის საჰაერო დაზვერვას იყენებდა.

ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელები ისრაელს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის აქტიური იერიშებით ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობისგან მთლიანად დაცლას ცდილობს, რათა იქ ბუფერული ზონა შექმნას. ისრაელი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG