სამშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ბარაკ ობამას ვიზიტამდე ისრაელში ჩავიდა. საინფორმაციო სააგენტოების განცხადებით, კერი ახლო აღმოსავლეთში ობამას თანამგზავრი ოთხდღიანი ტურნეს განმავლობაში იქნება.
ობამა ახლო აღმოსავლეთის რეგიონს პრეზიდენტის სტატუსით პირველად ეწვევა. ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტი ისრაელში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და იორდანეში ჩავა.
პრეზიდენტ ობამასგან განსხვავებით, რომელიც იერუსალიმში შევულმფრენით უნდა ჩაფრინდეს, ჯონ კერი თელავივიდან იერუსალიმში ავტომობილით ჩავიდა. ისრაელის მედიის ცნობით, კერის მგზავრობის დროს გზატკეცილის გადაკეტვის გამო გზებზე დიდი საცობები შეიქმნა.