მსოფლიო ბაზარზე არსებულმა არამყარმა ფინანსურმა მდგომარეობამ, საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშების გაყიდვაზეც უარყოფითი ზეგავლენა იქონია. მიუხედავად ამისა, ინტერესი თანამედროვე ირანული ხელოვნების ირგვლივ არ შენელებულა, რასაც ასევე სოტბის აუქციონის ექსპერტი როქსან ზენდიც ადასტურებს.
“ ჩემი დაკვირვებით შემიძლია გითხრათ რომ ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს და ფასებიც საგრძნობლად ნორმალური და რეალურია. რა საკვირველია ხელოვნების სხვა ნიუშებზე ფასების ზრდა შეინიშნებოდა, თუმცა, ამჯერად ყველაფერი სტაბილურია; ლონდონში ჩატარებულმა აუქციონმა საკმაოდ კარგად ჩაიარა.”
ერთ-ერთი ირანელი მხატვრისა და პოეტის სოჰრაბ სეფერის ნამუშევრები აუქციონზე გაიყიდება. მხატვარი თეირანში 1980 წელს გარდაიცვალა. 1970 წელს, ნიუ-იორკში შექმნილ ნახატს, სახელწოდებით - “ხის ღეროები,” მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში.
სეფერის შემოქმედებაში ნიუ-ორკი მანჰეტენის მშფოთვარე ცხოვრების ფონზე მშვიდი სახითაა წარმოჩენილი.
სეფერის თანამედროვე ირანელმა მხატვარმა - ბაჰმან მოჰასესმა საკუთარ შემოქმედებაში რომში ცხოვრების რეალიზმი ასახა. მისი ნამუშევარი, რომელსაც “უსათაურო” ეწოდება, გაურკვეველი სქესის პატარა ნავში მჯდომარე გროტესკულ ფიგურას ასახავს. ეს ნახატი, მხატვრის შემოქმედებას საუკეთესოდ წარმოაჩენს.
აუქციონზე ჰადი შაფის საინტერესო ნახატების კოლექციაცაა გამოტანილი. მისი სახელწოდებაა - “10450 გვერდი,” რომლითაც მხატვრის მოლბერტთან დამოკიდებულებაა აღწერილი. მხატვრობის ეს სტილი სათავეს ისლამური ხელოვნებიდან იღებს.
“ჰადი შაფი პროცესზე ორიენტირებულ საინტერესო ხელოვნების ნიმუშს გვთავაზობს, რომელიც ირანის ტრადიციულ ხელოვნებასთან უშუალო კავშირშია, -” ამბობს აუქციონის ექსპერტი როქსან ზენდი.
თანამედროვე ირანელი მხატვრების ნამუშევრების ღირებულება და მრავალფეროვანი სტილი ლონდონში სოტბის აიქციონზე გასაყიდად გამოტანილი სხვა ხელოვნების ნიმუშების მსგავსია.