გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალურ პირთა განცხადებით მომავალ თვეში სააგენტო სავარაუდოდ ხელშეკრულების დადების პროცესს უხელმძღვანელებს, რომლის მიხედვითაც ირანის ბირთვული პროგრამების გამოძიება დაიწყება.
ჰერმან ნაკაერცი ჟურნალისტებს დღეს ვენაში შეხვდა და თეირანში გაეროს სააგენტოს მიერ წარმოებული მოლაპარაკების პროცესზე მოუთხრო. ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 7-კაციან ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ირანის ოფიციალურ პირებს აგვისტოს შემდეგ პირველად შეხვდა. ჰერმან ნაკაერცის განცხადებით, მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი 16 იანვარს გაიმართება.
ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 5 ირანელ ბირთვული ენერგიის ექსპერტს და 7 კომპანიას ურანით გამდიდრების პროგრამაში მონაწილეობის გამო ამერიკული ანგარიშები გაეყინა. ამერიკის მოქალაქეებს კი ამ 12 იურიდიულ პირთან ნებისმიერი სახის ბიზნესის წარმოება აეკრძალა.