ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: ირანი და რუსეთი არჩევნებს კიდევ ერთხელ ესხმიან თავს


შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურები ირანსა და რუსეთს ბრალს დებენ, ამერიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ქაოსისა და არეულობის შეტანის „სასოწარკვეთილ მცდელობაში“.

საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.

ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ჩარევას შეეცდებიან, „საფასურს გადაიხდიან და შედეგებს მოიმკიან“.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ამომრჩევლის რეგისტრაციის ინფორმაციის ნაწილი ირანმა და ნაწილი დამოუკიდებლად, რუსეთმა მოიპოვა“, - თქვა მან. რეტკლიფმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა „განსაზღვრულ ქმედებებს ახორციელებს ჩვენს არჩევნებზე, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსაპოვებლად“.

რეტკლიფს არ უთქვამს, თუ როგორ იყენებს რუსეთი ინფორმაციას, თუმცა ბრალი დასდო ირანელ ჰაკერებს, გასული 24 საათის განმავლობაში, გამალებულ მცდელობაში. მისი თქმით ამ მცდელობის ნაწილის მიზანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გალაშქრებაა.

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ირანელები ცდილობენ გააგზავნონ "დამაშინებელი" იმეილები, ამომრჩეველზე ზეწოლის, სოციალური არეულობის გამოწვევის და პრეზიდენტ ტრამპის დაზარალების მიზნით“, - თქვა მან.

მკვლევრები, რომლებმაც ელექტრონული წერილები შეისწავლეს, აცხადებენ რომ იმეილების ნაწილი ისე გამოიყურება, თითქოს ის მემარჯვენე რადიკალური ჯგუფის „ამაყი ბიჭების“ მიერაა გაგზავნილი, რომლებიც მხარს პრეზიდენტ ტრამპს უჭერენ. იმეილები უკვე დაეგზავნა ამომრჩევლებს მინიმუმ ოთხ შტატში, მათ შორის არიზონაში, ალასკაში, პენსილვანიასა და ფლორიდაში.

„თქვენ ხმას არჩევნების დღეს პრეზიდენტ ტრამპს მისცემთ, ან ჩვენ თქვენ გიპოვით“, - ასე გამოიყურება ამომრჩევლებისთვის გაგზავნილი წერილები.

“ამაყი ბიჭების“ წარმომადგენელმა უარობს რაიმე სახის მონაწილეობას აღნიშნულ ფაქტში.

სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად ირანის და რუსეთის მცდელობისა, შეერთებული შტატების „საარჩევნო სისტემა მტკიცეა".

კრემლმა დღეს აღნიშნული ინფორმაცია უარყო და ბრალდებებს „უსაფუძვლო’ უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG