დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრები ევროპაში მიგრაციის საკითხების სასწრაფო გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ევროპის ქვეყნებში განსხვავებული აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომები უნდა გატარდეს ევროპას მიმწყდარი ათასობით მიგრანტის პრობლემის მოსაგვარებლად.
მინისტრების ერთობლივი განცხადება, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, ევროპის კავშირის პრეზიდენტს ორი კვირის განმავლობაში სხდომის გამართვას სთხოვს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში მოხვედრის მიზნით წელს ხმელთაშუა ზღვა 322 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა. ლუქსემბურგი ამბობს, რომ მოლაპარაკება ევროპის საპასუხო რეაქციის თაობაზე ბრიუსელში 14 სექტემბერს განახლდება. მას ევროპის ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.