ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალდიდობები ქარიშხალი "აირინის" შემდეგ


წყალდიდობები ქარიშხალი "აირინის" შემდეგ
წყალდიდობები ქარიშხალი "აირინის" შემდეგ

ტროპიკულმა ქარიშხალმა აირინმა ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო დატოვა. თუმცა მის ტრაექტორიაზე დღეს უზარმაზარი წყალდიდობებია და მილიონობით ადამიანი ჯერ ისევ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

დაღუპულთა რაოდენობა 11 შტატში 38 ადამიანს აღწევს. ყველაზე დიდი ზარალი ვერმონტის და ნიუ იორკის შტატებში აღინიშნა. 4 მილიონამდე ადამიანს დენი გამოერთო. ქარიშხალი პარასკევს ჩრდილოეთ კაროლინადან დაიწყო და ორშაბათს აღმოსავლეთ კანადაში დასრულდა. იქ კვებეკის პროვინციაში წყალდიდობის გამო ერთი ადამიანია დაკარგული.

ქარიშხლების და ეკონომიკის დარგის სპეციალისტი, პროფესორი პიელკე აღნიშნავს, რომ რომ მცირე გამონაკლისის გარდა ყველგან, სადაც კი აირინმა გაიარა, დიდ დაზიანებებს და ზარალს ჰქონდა ადგილი. მისი თქმით მშენებლობის უსაფრთხოების კოდების დაცვამ და დროულად გამოცხადებულმა ევაკუაციამ მსხვერპლის რაოდენობა განუზომლად შეამცირა.

XS
SM
MD
LG